Loading data...
ეკატერინე გუნცაძემ JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ქ. ლონდონში მონაწილეობა მიიღო JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობები“.

კონფერენციაზე საუბრისას ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა ფინანსური ბაზრების როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.

კონფერენციის პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან, სადაც მათ გააცნო საქართველოს ეკონომიკური ვითარება და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საქართველოს ევროობლიგაციების რეფინანსირების შესახებ.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელმა, მათ შორის: Eaton Vance, RBC BlueBay Asset Management, Morgan Stanley Investment Management, Franklin Templeton, JP Morgan Asset Management და სხვა.