ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრ ირაკლი ხელაძესთან ერთად, შეხვედრა ამჯერად ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე გამართა.
„ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები განვიხილეთ: გამწვანებული სივრცეების რეაბილიტაცია-მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოქალაქეებზე ზრუნვა - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი დედაქალაქში კახა კალაძისა და მისი გუნდის მიერ, ბოლო 8 წლის განმავლობაში გაკეთდა და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა დავით ჭელიძემ.
თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.