1765473917
საზოგადოება
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დათუნა სულიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 11 დეკემბერს შეეფარდა.