Loading data...
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ოთხი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-14, მე-16, მე-19 და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, მოსასვენებელი სივრცეები მოაწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. დემონტაჟი ჩაუტარდა 30 ავტოფარეხს, რის შემდგომაც მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, საბავშვო სივრცეები, განთავსდა საპარკო ავეჯი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მაგიდის ჩოგბურთის სივრცეც და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

პროექტის ღირებულებამ 628 000 ლარი შეადგინა.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და დედაქალაქის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.