1765019729
საზოგადოება
დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან იზღუდება
დიდუბის რაიონის გამგეობა იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან, ცემის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიამდე.
აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოტრანსპორტისთვის.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით განხორციელდება.