დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე.
მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.