Loading data...
დიდ დიღომში ხანძარია

დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი მიხა ხელაშვილის ქუჩაზე მდებარე მეტალპლასტმასის ქარხანას გაუჩნდა.

როგორც newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.