1744923295
საზოგადოება
დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
ამასთან, წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.