1736399217
საზოგადოება
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
დღეს საქართველოში გლოვის დღეა. 9 იანვარი გლოვის დღედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
5 იანვარს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.