დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს დღეს აღნიშნავს.
დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის.
წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა.
ქრისტეს სჯულის აღიარებისთვის წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.
წმინდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.