Loading data...
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება

ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება, - განუცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს.

„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი, რისი ღირსიც ვართ, იმიტომ, რომ შეიძლება დავისაჯოთ. რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასიკეთო რაც არის, ხომ ვიცით, ყველამ ვნახეთ, პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც“, - აღნიშნა გიგნაძემ.

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13:00 საათზე დაიწყება.