Loading data...
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა

„დღეს ჩვენ გვაქვს ავტოკეფალია და პატრიარქმა ამით ჩვენს ერსა და ეკლესიას ღირსება დაუბრუნა, რაც ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული გვქონდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი.

„პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა. პატრიარქმა იცოდა, როდესაც ხელზე ვემთხვეოდი, მერე თვითონაც იცოდა ხელზე მთხვევა, ასეთი წარმოუდგენელი სიმდაბლე არა თუ მღვდელმთავრისგან, არამედ ეპისკოპოსიდანაც უცხოეთში იშვიათია. ჩვენ ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით, ეს იყო პატრიარქის სკოლა, რომელიც იყო თავმდაბლობის, უმაღლესი კულტურის. მას ადამიანებთან ურთიერთობაში უფაქიზესი ურთიერთობა ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავში ღმერთს ატარებდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.