დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს - ემიგრანტებს, რომლებიც ძალიან უყვარდა პატრიარქს
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
დეკანოზ ხვთისო სეხნიაშვილის თქმით, სჯერათ და სწამთ, რომ ილია II მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის.
„ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს - ემიგრანტებს, რომლებიც ძალიან უყვარდა პატრიარქს და ყოველთვის ლოცავდა, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, უსურვებდა ყოველთვის სიკეთეს, როგორც მთელს საქართველოს. ის სიყვარული, რომელიც მან გვასწავლა ღვთის შესახებ და ის ამაგი, ის ღვაწლი, რომელიც მან გასწია, რა თქმა უნდა, ადამიანის გონებისთვის შეუფასებელია. რაღაცას შეაფასებ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ჩასწვდები, რადგან ეს ძალიან დიდი სიღრმეა. გვჯერა და გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი, მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს“, - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა.