Loading data...
დეისაძე მეტროს ვაგონებში განთავსებულ ლექსებზე: ბევრნაირი რეაქცია შემხვდა, ყველას მივესალმები, გულდაწყვეტილებსაც და გულანთებულებსაც, ლექსების რამდენიმე ფეიკ ვერსიამაც გაჟონა, მაგრამ პოეზიის ბოლომდე გაყალბების ფაქტი არ დასტურდება

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი ხელშეწყობით, თბილისის მეტროს ვაგონებში სამი პოეტის, კარლო კაჭარავას, შოთა იათაშვილის და დათო ჩიხლაძის ლექსები განათავსეს. აღნიშნულმა პროექტმა - „მგზავრის ანგელოზი“ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ლექსების რამდენიმე ფეიკ ვერსიამაც გაჟონა.

ლექსების განთავსება მეტროს ვაგონებში - 30 იანვრიდან დაიწყო და 30 აპრილამდე განთავსდება. 

ცნობისთვის, „მგზავრის ანგელოზი“ გაგრძელებაა შარშანდელი პროექტის, რომელსაც „გადაკითხვა“ ერქვა და თბილისის საჯარო სკოლებში მე 11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრას და სემინარს მოიცავდა, მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაზე.

პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთგვაროვან აზრს სოციალურ ქსელში, ქართველი მუსიკოსი და პოეტი ერეკლე დეისაძე გამოეხმაურა. 

როგორც ერეკლე დეისაძე წერს, დათო ჩიხლაძესთნ და შოთა იათაშვილთან შეხვედრა 10 თებერვალს, ვაკის მედიათეკაში 19:00 საათზე გაიმართება და დასძენს, რომ ახალ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრებს. 

„10 თებერვალს ვაკის მედიათეკაში, ვისაუბრებ ახალ პროექტზე „მგზავრის ანგელოზი“ რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართება დათო ჩიხლაძესთნ და შოთა იათაშვილთან.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბევრნაირი რეაქცია შემხვდა, ყველას მივესალმები, გულდაწყვეტილებსაც და გულანთებულებსაც, ლექსების რამდენიმე ფეიკ ვერსიამაც გაჟონა, მაგრამ პოეზიის ბოლომდე გაყალბების ფაქტი არ დასტურდება.

დანარჩენს მოგახსენებთ 10 თებერვალს, ვაკის მედიათეკაში.19:00 საათზე.

აქვე გილოცავთ კარლო კაჭარავას დაბადების დღეს, რომლის ლექსებიც დათოს და შოთას ლექსებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში შეგხვდებათ მეტროს ვაგონებში“, - წერს ერეკლე დეისაძე.

აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის მეტროს ვაგონებში რეალურად განთავსებული ნიმუშები გამოქვეყნებულია შემდეგ ბმულზე.