Loading data...
დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ტექნიკური მარილი დაიყარა: ნუცუბიძის პლატოებზე, თხინვალას დასახლებაში, სოფელ აგარაკში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე; წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიასა და თელოვანაში, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; ოქროყანას, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრისა და კიკეთის დასახლებებში; სოფელ დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ვაზისუბანში, მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიაბისა და ცაიშის ქუჩებზე; ორთაჭალისა და კრწანისის ქუჩებზე, ორთაჭალა-შინდისის ახალი გზაზე, მნათობისა და სააკაძის ქუჩებზე; გიორგიწმინდაში, ზაჰესში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე, გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე; ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე, თბილისის ზღვის გზაზე.

„გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

საჭიროების მიხედვით გზებზე მარილის დაყრა გრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.