Loading data...
დავით სონღულაშვილი: სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მიკვლევადობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

„საბოლოო ჯამში, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ყველა მიმდინარე ინიციატივა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, დარგობრივი საბჭოების ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა გამოწვევა, როგორც მცირე, ისე უფრო ფართომასშტაბიანი საკითხები. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.