დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე, მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში, სადაც იყო მელიორაციის საკითხები დასმული, თითქმის ყველგან იყო შესაბამისი სამსახური ჩასული.
„თუ ვინმე აქტიურად მუშაობს ფერმერებთან, ერთ-ერთი გამორჩეული მელიორაციის სამსახურია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დიდი გამოწვევა გახდება წყალი. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის რეზერვუარების შექმნა. გვაქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით. გარემოებები იცლება, ამ გარემოებებს უნდა ავუწყოთ ფეხი და ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს.
აბსოლუტურად სხვა გარემოებები არსებობს და ამაზე უნდა ვიყოთ ადაპტირებადი და რეაგირებები შეგვეძლოს სწრაფად და ადვილად, თუ გვინდა რომ შედეგებსაც მივაღწიოთ და გამოწვევებს გავუმკლავდეთ. სადაც არ გვექნება შესაძლებლობა აქტიურად გავაკეთოთ ადაპტირება გარემოზე და მოთხოვნებზე, მხოლოდ პრობლემებს ჩავყვებით და გამოსავალს ვერ ვიპოვით და ეს იქნება რეალობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.