დავით ჯაფარიძე: 2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში
აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და ასევე პროგრამა მიზანმიმართული არის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.
დავით ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დიდი გამოცილება შეიძლება, ამასთან საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში.
„2024 წელს გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში. დროის ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან თემებზე მომიწია მუშაობა,
შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, გავიცანი ბევრი ახალი პროფესიონალი ადამიანი, რომელთან ერთადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ დავსაქმდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში და ვასრულებ დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ვალდებულებებს“, - აცხადებს დავით ჯაფარიძე.