დაღუპულია 1 ადამიანი - თბილისში, აეროპორტის გზაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეითს მოტოციკლი დაეჯახა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.