Loading data...
დაბა კაზრეთში მაგისტრალურ არხზე წყლის მიმწოდებელი ახალი ნაგებობა მოეწყო

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მაგისტრალურ სარწყავ არხზე წყლის მიმწოდებელი ახალი ნაგებობა მოეწყო. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

„შედეგად, გაუმჯობესდა სარწყავი სისტემის ფუნქციონირება, რადგან ახალმა კონსტრუქციამ წყლის უწყვეტი და უსაფრთხო გატარება უზრუნველყო; სრულად აღმოიფხვრა წყლის ფილტრაციის პრობლემა დაზიანებულ მონაკვეთებზე, რაც დიდ დანაკარგს იწვევდა და არხი სრულად ვერ იტვირთებოდა.

ჩატარებული საექსპლუატაციო სამუშაოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან წყალუზრუნველყოფა, საერთო ჯამში, 65 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

კაზრეთის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდება აგრომოსავლიანობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ადგილობრივ ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ წყალი მიიღონ დანაკარგის გარეშე, განსაზღვრული გრაფიკით და მოცულობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.