Loading data...
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები გადაიხადეს

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ტაძარში 18 მარტს ყოვლადსაყვარელი და მარადსახსენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდები გადაიხადეს. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქია ავრცელებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სულის საოხი პანაშვიდი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა საბამ გადაუხადა.