Loading data...
ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პირველ ლედისთან შეხვედრა და მასთან ერთად საქართველოზე საუბარი - ვალერი ჰაბერი

„რაც ყველაზე მეტად მსურს, ისაა, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, ამისთვის რისი გაკეთებაც შემიძლია დიდი სიამოვნებით გავაკეთებ“, - ამის შესახებ „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა განაცხადა.

ვალერი ჰაბერის თქმით, მისთვის პატივი იყო, საქართველოს პირველ ლედისთან შეხვედრა და მასთან ერთად საქართველოზე საუბარი.

"საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მიყვარს საქართველო. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვბრუნდები. რაც ყველაზე მეტად მსურს ისაა, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, ამისთვის რისი გაკეთებაც შემიძლია დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პირველ ლედისთან შეხვედრა და მასთან ერთად საქართველოზე საუბარი. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ესტუმრება საქართველოს და გამოცდის გასაოცარ სტუმარმასპინძლობას, ეზიარება საქართველოს ქრისტიანულ ფესვებს და ქართულ ხასიათს. ეს ყველაფერი ისაა, რაც ამერიკელებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ვიმედოვნებ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა ვალერი ჰაბერიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი ლედი აშშ-ში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფებოდა. თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტი უკვე დასრულდა. ბოლო შეხვედრა მან სწორედ „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტებთან გამართა.

საუბარი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს შეეხებოდა.

საქართველოს პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე.