1766468149
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.