1734807984
საზოგადოება
ჭავჭავაძეზე, ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს
ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს.
უკვე ორი საათია, მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.
არსებული ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სახურავზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა.
რამდენიმესართულიანი შენობის ქვეშ სხვადასხვა კომერციული ფართებია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შენობის მფლობელი დავით კოდუა აცხადებს, ხანძრის შედეგად დამწვარია მესამე სართული.
„მესამეზე სართულზე საოფისე ფართებია. რომელიღაც საოფისე ფართში, შეიძლება, ელექტრობას წაეკიდა ცეცხლი. დაბლა არ არის, ყველაფერი მშრალია, ყველა კარგად არის. მხოლოდ მესამე სართულია დამწვარი. საერთო სივრცე 1 500 კვ.მ.-ია“, - განუცხადა დავით კოდუამ პირველ არხს.