Loading data...
ჩამოყალიბებული პიკია, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში - ივანე ჩხაიძე

„რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია.

„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია. ასევე, ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მოსალოდნელია, სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებს ჩხაიძე.