1726730894
საზოგადოება
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან შეასრულებს
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის - პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ელი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.
ბრიტანული მულტინაციონალური ე.წ. ლოუქოსთი easyJet, 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.