Loading data...
ბოლო 1 წლის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, გაცემულია 73 001 წარმოშობის სერტიფიკატი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ბოლო 1 წლის მონაცემებით, საბაჟო  დეპარტამენტის მიერ, გაცემულია 73 001 წარმოშობის სერტიფიკატი, მათ შორის სხვადასხვა სახის ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტზე 65 945 წარმოშობის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, უწყებაში ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

ექსპორტის ხელშეწყობის და პროცედურების გამარტივების მიზნით, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) აღება, შესაძლებელია, როგორც საბაჟო დეპარტამენტის ნებისმიერ გაფორმების ადგილსა და მომსახურების დეპარტამენტის ნებისმიერ სერვისცენტრში, ასევე, უშუალოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის წარდგენის დროს შეგახსენებთ, რომ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CT 1, EUR. 1, ჩინეთის სერტიფიკატი, ჰონკონგის სერტიფიკატი, არაბეთის სერტიფიკატი) არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტის ქვეყანაში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან (გარდა შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გამონაკლისებისა).

ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იხილეთ ბმული.