Loading data...
ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი, კახაბერ ზურაბაშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

მანამდე კი თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის ცხედარი გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.  

მომხდართან დაკავშირებით საქმე 401-ე მუხლით არის აღძრული, რაც საფრენი აპარატის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.