Loading data...
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.