ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სტუდენტებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ახალგაზრდებისთვის გასვლითი შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სააგენტოს ლაბორატორიის მუშაობას და ტექნიკურ აღჭურვილობას ადგილზე გაეცნენ.
სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ერთად, მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრიც დაათვალიერეს.
ვიზიტი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დარგის სპეციალისტებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს.