Loading data...
ბექა ღვაჩლიანმა „სოხუმის დინამოს“ ქალთა გუნდს საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ზე გამარჯვება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად „სოხუმის დინამოს“ ქალთა გუნდს შეხვდა, საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ზე გამარჯვება მიულოცა და ფეხბურთელები დააჯილდოვა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი აფხაზეთიდან დევნილი ლიზი კაკულია გახდა, რომელმაც 26 მატჩში 106 გოლი გაიტანა.

ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, ფეხბურთელთა გულშემატკივრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგა 2-ის გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობდა, სადაც ჩატარებული 26 მატჩიდან „დინამო სოხუმმა“ 21 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. გუნდმა ლიგა 2-ზე პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.