Loading data...
„ბავშვებს ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!“ - ფსიქოლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი ეხმაურება არასრულწლოვნების დასწრებას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე. 

როგორც ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში წერს, ბავშვებისთვის ისეთი მოვლენების თამამონაწილეობა, როგორიც რუსთაველზე ვითარდება, შესაძლოა საზიანო იყოს როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურადაც.

„ჩემო მეგობრებო, თავს ვაძლევ უფლებას გთხოვოთ, გაგაფრთხილოთ, არ დაგვავიწყდეს გავუფრთხილდეთ ბავშვებს და მათ ფსიქიკაას! ვინც მიცნობთ, მჯერა, რომ რასაც ახლა ვწერ მიიღებთ და ემოციურ ფონზე, არ გამიბრაზდებით. ბავშვი ფაქიზია, ვერ იტევს იმას, რასაც ახლა ვაყურებინებთ, საჭიროა ფილტრი და ისე მიწოდება ინფორმაციის, არათუ, ამ სისასტიკის ცხადად ჩვენება და შესწრება. მოუყევით, ესაუბრეთ, აუხსენით, მაგრამ, ნუ ანახებთ, ნუ მიგყავთ იქ, სადაც თქვენც არ იცით, შეძლებთ, თუ არა მათ დაცვას. ისინი აღიქვამენ, გრძნობენ, იმახსოვრებენ, ვერ იტევენ ემოციებს და ფიქრებს, შემდეგ ღამე არ სძინავთ, ნერვიულობენ, საკუთარ დარდს, ვერ, ან არ ამხელენ, შიში და შფოთვა ერევათ, ფერხდება მათი განვითარება, რაც დამიჯერეთ, სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს.გვერდში მიგულეთ, მკითხეთ, მანახეთ... ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!მიყვარს თქვენი შვილები და თუ, თვლით, რომ უადგილოა ახლა ჩემი მომართვა, არ ვიდარდებ, რადგან ვიცი ჩემი განზრახვა. მიყვარხართ!“, - წერს მზიკო დალაქიშვილი.