1754037848
საზოგადოება
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.