1770407860
საზოგადოება
ბათუმში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას დაიღუპა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა ქალაქში მდებარე ე.წ. ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდთან მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.