1739634474
საზოგადოება
ბათუმში მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა

მახინჯაურში მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგებზე სურათების გადასაღებად ჩავიდა, მემანქანემ კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.