1746906783
საზოგადოება
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა, დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ბათუმის მერია

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ბათუმის მერია იტყობინება.
მერიის ცნობით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.