Loading data...
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა

5 მაისს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.