Loading data...
ბათუმის სანაპირო ზოლზე განთავსებული უნებართვო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის უკანონო და უსახური ობიექტებისგან გათავისუფლების პროცესი აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე განთავსებული უკანონო ღამის კლუბისა და სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა.

აღნიშნულ ობიექტებს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო ვადა ამოწურული ჰქონდათ და ტერიტორიაზე მათი ფუნქციონირება კანონდარღვევას წარმოადგენდა.

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და უზრუნველყო შენობის გამოთავისუფლება.

სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს.

აღნიშნული პროცესი, მიზნად ისახავს სანაპირო ზოლის მოწესრიგებას და ახალი ტურისტული სეზონისთვის გაუმჯობესებული გარემოს შექმნას.