1765618659
საზოგადოება
ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.