Loading data...
ბაქოში, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბაქოში, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესი. აღინიშნა, რომ სისტემა აერთიანებს როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე სახელოვნებო განათლების და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროს და უზრუნველყოფს მათი მართვისა და ადმინისტრირების თანამედროვე, ციფრულ მექანიზმებს.