Loading data...
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, კიკვიძის ბაღთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

კიკვიძის პარკთან სახანძრო მანქანას სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.