1785765193
საზოგადოება
ავარია მარნეულში - დაიღუპა ერთი ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის კაცი.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.