Loading data...
ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. 

დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.