Loading data...
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე: ილია მეორის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ყველა მორწმუნისთვის, ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქართველ ერს

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე ვიკი ჰარცლერი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს“, – აცხადებს ჰარცლერი.