აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს.
„შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს.
ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთთან, თანამშრომლობას საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განხორციელებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
The United States extends its most heartfelt congratulations to the Georgian Orthodox Church and its faithful on the election of His Holiness and Beatitude Shio III as Catholicos-Patriarch of All Georgia. This is a historic occasion as the first election of a Patriarch since…
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) May 12, 2026