1744717510
საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს.
არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს.
„ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერთ ცალკე ბევრი შეტყობინება მომდის. კარგად არიან ბავშვები, მშობლებიც მოვლენ, პატრულს ჰყავს ახლა ბავშვები“, - წერს „ფეისბუკის“ მომხმარებელი თეო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.