1775804384
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება
ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„დღეს ადამიანმა უმძიმესი სასჯელით დასაჯა ღმერთი. იმ დროს, მოგეხსენებათ, რომის იმპერიაში ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო. ჩვენთვის ბოროტზე გამარჯვების და ძლევის სიმბოლო გახდა ჯვარი. ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება. ამ მსახურებასაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
დღეს წითელი პარასკევი - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა.