Loading data...
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს: თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს, ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს პატრიარქის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში.