Loading data...
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს, სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge.

„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
  • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
  • სტრატეგიული ფინანსები და ბიზნესეფექტურობა;
  • საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
  • საბანკო სამართალი;
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
  • მონაცემთა მეცნიერება;
  • iOS დეველოპმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
  • ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge