1713380924
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისთვის წაყენებული ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
ისინი პრემიერ ირაკლი კობახიძეს ორი მოთხოვნით მიმართავენ: გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული ადამიანები და გაიწვიონ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.